პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუპორტი“ დაათვალიერა

სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - ნიუპორტი შეემატება,  ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.

ახალი სასტუმრო გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

სასტუმროს მფლობელი ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარიაა. მისი განცხადებით, სასტუმროს პროექტი 3 მილიონ 200 ათას ლარს მოიცავს. პროექტი 3 მილიონ 200 ათას ლარს მოიცავს, სასტუმროში 34 ოთახია, გვეყოლება დასაქმებული დაახლოებით 30 თანამშრომელი ადგილობრივი მოსახლეობიდან განაცხადა ნიკა ლატარიამ.

სრულად ნახვა

Book Now