ქუთაისში ახალი სასტუმრო ნიუპორტი თებერვალში გაიხსნება

1860 წელს ქუთაისში აშენებული ორსართულიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, დღეს სასტუმრო „ნიუპორტად“ იქცა. კომპანია „გუდლაინმა“ სასტუმროს შენობა კერძო კომპანიისგან 2018 წელს შეიძინა  და 34 ნომრიანი სასტუმრო ააშენა.

„შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თავდაპირველად აშენებულია 1860 წელს , მაშინ მხოლოდ 2 სართული იყო, 1914 წელს განახლდა. დაშლილი შენობს ფასადი აღვადგინეთ და დავუბრუნეთ პირვანდელ სახეს. პანდემიის გამო, სასტუმროს გახსნა ვერ მოხერხდა, ახლა საზღვრების გახსზნაზე ვართ დამოკიდებული და ტურისტების შემოსვლას ველოდებით. სასტუმრო სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება,“ - განმარტავს ნანული იდაძე, კომპანია გუდლაინის ერთერთი პარტნიორი.

პროექტი „აწარმოე საქართველოს ფარგლებში განხორციელდა, მისი საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს. სასტუმროს დიზაინი კი ფრანგულ სტილზეა აქცენტირებული.

სრულად ნახვა

Book Now