პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა

სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - ნიუპორტი შეემატება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში მდებარე1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.

ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქუთაისის, როგორც უძველესი ქალაქის ისტორიულ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეროვნულ ცხოვრებაში და მისი მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას, თუმცა ძველი იერსახისა და იმ სულისკვეთების შენარჩუნებით, რომლითაც ქუთაისი ევროპული და ამავე დროს, სრულიად უნიკალური ქალაქია.

სრულად ნახვა

Book Now